მეუფე პეტრეს განყენება

მამა შალვა მეუფე პეტრეზე: უნდა, რომ თვითონ და მისნაირები გახდნენ პატრიარქი, მართონ ეკლესია

მან [მეუფე პეტრემ] შეგნებულად, მიზანმიმართულად, ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი. მას ეკლესიაში პრობლემების მოგვარება კი არ უნდა, მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირები გახდნენ პატრიარქი, რომ მერე მართონ ეკლესია. ეს არის მისი მიზანი, მას სხვა მიზანი არ ჰქონია.

თქვა მამა შალვა კეკელიამ მეუფე პეტრე ცაავაზე. ცნობისთვის, გუშინ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მეუფე პეტრეს მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს მონასტრის ნაცვლად ინჩხურში გაეგზავნათ. 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ სინოდის ოქმი გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ "მიტროპოლიტი პეტრე გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში.

კომენტარები