საგამოძიებო კომისია

ოხანაშვილი: მიზანშეწონილია, დავაინიციროთ ევრ. საქართველოს რაციონალურობის შესწავლის პროექტი

მიზანშეწონილია, ჩვენ უმრავლესობამ ვიფიქროთ დავაინიციროთ პროექტი, ევროპული საქართველოს რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით. ყოველგვარ ზღვარს ცდებიან და სერიოზულობით ვეღარ მოვეკიდებით.

ეს ხალხი მე მგონია, რომ პარლამენტში არ გრძნობენ თავს, გასცდნენ სერიოზულობის ფარგლებს, რაციონალურობის ფარგლებს.

ერთადერთი, რაც მათ აფიქრებთ არის დღის წესრიგის შექმნა მათ ირგვლივ, მათ შესახებ შეკითხვები დაისვას, პასუხები გაეცეს და აქტუალობა შეინარჩუნონ. იმიტომ რომ, ხვდებიან, მათ მიმართ საზოგადოების არანაირი პოზიტიური განწყობა არ არსებობს და ფაქტიურად, რეიტინგი ნოლს ქვემოთ აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშავილი საუბრობს ევროპულ საქართველოზე. ოხანაშვილი აფასებს ევროპული საქართველოს ინიციატივას, რომლითაც ისინი შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

კომენტარები