ქალთა მიმართ ძალადობა

ზურაბიშვილი: ქალთა მიმართ ძალადობა ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა

მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა.

წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ცნობისთვის, დღეს, 5 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ რუსთავი 2-თან საუბარში დაადასტურა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირის წინ დეპუტატმა პოლიციას მიმართა.

კომენტარები