ლევან ვასაძე

ვასაძე: რამდენი წელია, დაცინვის და ცილისწამების მსხვერპლი ვარ ამ დემონების მხრიდან

დავფიქრდი - რა მექნა. მე ხომ ისედაც საშინელი შეურაცხყოფის, დამცირების, დაცინვის და ცილისწამების მსხვერპლი ვარ რამდენი წელია ამ დემონების მხრიდან და ჩემი ცოლ-შვილის თვალწინ მეძახიან იმას, რაც თვითონ არიან. მეგობრებთამ მსჯელობისას ის აზრიც მოვისმინე, რომ ეს უფრო დამამძიმებს ხალხის თვალში, უფრო აბუჩად ამიგდებენ, ისევ ერთი ადგილის მცველ რაინდს და კომბლეს მიწოდებენ. გეგონება, მე სხვა საქმე არ მქონდეს რვა შვილის მამას, რომელიც ათასობით ოჯახს ასაქმებს და ეხმარება უცხოეთში სიმწრით ნაშოვნი და აქ ჩამოტანილი საშუალებებით და გამოცდილებით. ისევ მომიწევს თავი გავუყადრო ხალხს, რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვს...

ვერ შევძელი გაჩუმება, ამ ამბის გვერდზე გატარება, მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს მე სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინიდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებლად პლენარულ სესიაზე, ორგანიზატორებს დიდი ბოდიში შევუთვალე და დღეს თბილისში დავრჩი, რათა თქვენთან ერთად, კვლავ ვიბრძოლო ჩვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად. ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება, არც ერთ ამ ექვს კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში

პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლით იმუქრება.

კომენტარები