And Then We Danced

ვასაძე მთავრობას: გააუქმეთ კინოჩვენება და მსგავსი აღარაფერი აკადროთ საქართველოს არასოდეს

ახლა მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს და მის პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას - მეგონა, თქვენ გამოიტანეთ დასკვნები გასული ზაფხულის მოვლენებიდან და გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ არ აკრძალეთ იმ არასამთავრობოების მოღვაწეობა, ვინც ჩვენს ქვეყანას გამუდმებით ასეთ პროვოკაციებს უწყობენ, და ეკლესიას და სახელმწიფოს უთხრიან ძირს, თუ თქვენ მათი ფარული დამფინანსებლები და მხარდამჭერები არ ხართ, მაშინ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გააუქმოთ ეს კინოჩვენება და მსგავსი აღარაფერი აკადროთ საქართველოს არასოდეს.

ასევე, მოგიწოდებთ, გაანეიტრალოთ და დააპატიმროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ვინც ამ ძირგამომთხრელ, ანტისახელმწიფოებრივ, კონსპირაციულ საქმიანობას ეწევიან ეკლესიის და ერის წინააღმდეგ.

ჩვენ ყველას ქვეყნის შენება გვინდა და არა ამ საზიზღარ ხალხთან ბრძოლა, მათი პროვოკაციების განეიტრალება კი თქვენი საქმეა და არა მშრომელი ხალხის.

ასევე გესმოდეთ, თუ თქვენ ასეთი ფილმის ჩვენებას დაუშვებთ, თქვენ საქართველოს მთელ კავკასიაში შეარცხვენთ, აფხაზებისა და ოსების დაცინვას დაიმსახურებთ და მათი ჩვენთან გაერთიანების პერსპექტივას მოსპობთ

პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლას აპირებს და მორიგ ჰომოფობიურ მიმართვას ავრცელებს.

კომენტარები