სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მამა გიორგი: ამ თემაზე არაერთხელ დამიწერია, ეს არ იყო პირველი მცდელობა

ეს არ იყო პირველი მცდელობა ჩემი მხრივ, ამ თემაზე არაერთხელ დამიწერია, მიქადაგია, მისაუბრია. იმ ამბის მერე ამდენი წელია გასული და მე არ შემიწყვეტია ამ ამბის გარშემო საუბარი, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების ბედისწერად იქცა.

ამ საკითხზე საპატრიარქოსაც მივმართე, 2006 წელს ოფიციალურად მეუფე თეოდორე ჭულაძეს, ამ საკითხის გარშემო რომ დაწყებულიყო მოკვლევა.

ამბობს მთარი არხის ეთერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტი, მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში. მან წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე სტუდენტი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

კომენტარები