ზვიად ძიძიგური

ძიძიგური: პეტრე ცაავას კაბინეტში სააკაშვილის პორტრეტი უკიდია, რომელსაც შარავანდედი ადგას

გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა, სადაც პირდაპირ ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს იმ პროცესებში, რაც მიდის საქართველოს საპატრიარქოში. მე ახლა არ მინდა ტირაჟირება გამომივიდეს მისი, მაგრამ შინაარსი ასეთია, რომ "ივანიშვილს არ უნდა დარჩეს რაიმე წმინდა და ღირებული ქვეყანაში, მას არ უნდა რომ ჩვენ გვყავდეს გმირები" და როგორ ფიქრობთ, გმირებში ვის გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქს თუ პეტრე ცაავას? რა თქმა უნდა პეტრე ცაავას გულისხმობს და ახალი ამბავი არ არის და დღეს არ გამოუჩნდა პეტრე ცაავა ნაციონალურ მოძრაობას თავის სულიერ ხელმძღვანელად. რამდენიმე წელია უკვე, იმის გარდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი პორტრეტი, რომელსაც თავზე შარავანდედი წმინდანივით ადგას, თავის კაბინეტში უკიდია, ის რომ ახალაიების ოჯახის აპოლოგეტი იყო, ამათ გარდა ქადაგებებს უნდა მოუსმინოთ თუ რას ქადაგებდა ყველა არჩევნების წინ. ეს იყო პოლიტიკური ქადაგებები, ოღონდ მუქარა გარეული ქადაგებები, ვინც არ დაუჭერდა მხარს იმ პოზიციას რასაც ის აფიქსირებდა წყევლა-კრულვა და ანათემა ქონდა გარანტირებული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური განყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას შესახებ საუბრობს. კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები