ზვიად ძიძიგური

ძიძიგური: ლოგიკა, რომ პრორუსული "ოცნება" ებრძვის პრორუსულ საპატრიარქოს, ორივე ფეხით კოჭლია

რუსულ ეკლესიაზე ბევრს ლაპარაკობენ და განიხილება ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობს ეკლესიის დაშლა და მისი დისკრედიტაცია, თანაც იგივე ძალები, ვინც ამას ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, რომ ეს არის ჩვენ პოლიტიკურ ძალას რუსულ ორბიტისკენ მივყავართ. ამას რა თქმა უნდა არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ძალა არის რუსული ძალა და თან ეკლესიაზე ამბობენ, რომ ეს არის რუსეთის ბოლო დასაყრდენი. გაერკვნენ და თვითონ ჩამოყალიბდნენ - ვერ გავიგე რა ლოგიკა აქვთ. ეს ლოგიკა არის ორივე ფეხით კოჭლი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პრორუსული ძალა - ქართული ოცნება ებრძვის პრორუსულ სტრუქტურას - საქართველოს საპატრიარქოს. ეს არის ძალიან სასაცილო. ის რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საპატრიარქოს ებრძოდა, ახალი ნამდვილად არ არის.

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური. მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები