სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: ცილისწამება საზოგადოების ფუნდამენტებსაც ემუქრება, ასეთია თავდასხმა ეკლესიაზე

სტაბილურობს გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს.

საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციას გახსნის დროს გააკეთა.

კომენტარები