საქართველო-ამერიკა

ადამ კინზინგერი: როცა საქმე საქართველოს ეხება, დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთიანები ვართ

ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ჩვენ გვესმის ქართულ-ამერიკული ურთიერთობის მნიშვნელობა. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ გამოწვევებს რუსეთის მხრიდან, გრძელდება ოკუპაცია. აქაც და აშშ-შიც არის დეზინფორმაციის პრობლემა, კიბერთავდასხმები. ამერიკელი ხალხის სახელით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება ამერიკის მიერ მნიშვნელოვანია. შესაძლოა, დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ ვთანხმდებით, თუმცა, როცა საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ ერთიანები ვართ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს პროგრესს. ველით, რომ მომავალი არჩევნები დემოკრატიული და თავისუფალი იქნება.

თქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა დრეს, 6 ნოემბერს ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციის გახსნამდე.

კომენტარები