გიორგი მამალაძის შეწყალება

ზურაბიშვილი მამალაძის შეწყალებაზე: მიკვირს, რატომ არის ინტერესი მხოლოდ ერთ ადამიანზე

ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება, რა იქნება ამ კუთხით, ახალგაზრდები. [...] ჯერ უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ის ახალი წესები, უნდა გამოვცე ის ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას. არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში. სამწუხარო არის, რომ თქვენ [ჟურნალისტებს] ერთ კითხვაზე მეტი არ შეგიძლიათ რომ დასვათ. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება გადაწყვეტილებას. სიტყვების მნიშვნელობა ცოტა უჭირს ბევრს, რომ გაიგოს, მორატორიუმი არის დროებითი შეჩერება, არ არის აქტი. მე მივიღე ის გადაწყვეტილება ჩემთვის, რომ შემეჩერებინა, რისი სრული უფლებაც გამაჩნია. ამ შეჩერებას შევაჩერებ, როგორც კი ვიქნები მზად, მექნება შესწავლილი ყველა ის საქმე, რომელიც საჭიროა. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც ატყდა, ალბათ გამიგებთ, რომ მე მინდა დრო, რომ ვიფიქრო, დავფიქრდე და არანაირი შეცდომა არ დავუშვა. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. 2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ.

კომენტარები