And Then We Danced

მღვდელი And Then We Danced-ზე: ვთხოვთ მთავრობას, წინ აღუდგნენ კინოჩვენებას, მე დავდგები აქციაზე

ჩვენი თხოვნაა მთავრობისადმი, ტელევიზიებისადმი, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ფილმის ჩვენებას, პირიქით, წინ აღუდგნენ და არ მიიღონ მონაწილეობა ამ ცოდვის გავრცელებაში. ყველა ტელევიზია თუ ჟურნალისტი, ვინც ამას ხელს შეუწყობს, თანამონაწილე იქნება ჩვენი ერის გადაგვარების და მომავალი თაობის გახრწნისა. ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც უკვე გადაგვარების გზაზე დგას და თანაგრძნობითაა განწყობილი ამ გარყვნილებისადმი. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ხელი შევუშალოთ ამ ფილმის ჩვენებას. საზოგადოება მოდუნებული არ უნდა იყოს, უნდა გამოვიდნენ და პროტესტი გამოთქვან. მეც მივალ ამ საპროტესტო აქციაზე და დავდგები იქ. ვიტყვი, რომ არ გაუშვან ეს ფილმი... პოლიციასთან წინააღმდეგობა სწორად არ მიმაჩნია. იქ მისვლაც საკმარისი იქნება. ყველა თავად გადაწყვეტს ამ საკითხს, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - მე იქ მშვიდობიანად დავდგები

თელეთის ხარების ტაძრის მღვდელმა ბასილ იაშაღაშვილმა მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას გააპროტესტებს.

კომენტარები