სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

ეპარქია: მეუფე ზოსიმე არის ეპარქიის დიდი მოამაგე, ის ღირსეულად მიუყვება მღვდელმთავრის გზას

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო თანადგომას უცხადებს ჩვენს უხუცეს და ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს და მადლობას უხდის იმ უდიდესი საეკლესიო აღმშენებლობისა და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის, რომელსაც წლებია, იგი ეპარქიაში დაუღალავად ეწევა...

...მეუფე ზოსიმე არის ეპარქიის დიდი მოამაგე, რომელიც ჩუმად, ყოველგვარი განცხადებების გარეშე აკეთებს თავის საქმეს და ამას, წლებია, საზოგადოება ხედავს. მის ირგვლივ არასოდეს ყოფილა მსგავსი ცილისწამება, მეუფის მოღვაწეობა თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისაგან.

35 წელზე მეტია, იგი ღირსეულად მიუყვება მღვდელმთავრის გზას და, გთხოვთ, თავი შეიკავოთ იმ ტალახის სროლისაგან, რომელიც ვერასოდეს შეურაცხყოფს მართალი ადამიანის სახელს

წილკნისა და დუშეთის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მხრიდან სემინარიის სტუდენტი ბიჭის სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "დაუშვებელია ამგვარი დისკრედიტაცია პიროვნებისა, რომლის უკანაც დგას ეპარქია და მის ლოცვა-კურთხევას მინდობილი სამწყსო".

კომენტარები