განათლების სამინისტრო

გახარია ბატიაშვილზე: მადლობა მას სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის

პირველ რიგში ბატონ მიხეილს [ბატიაშვილი] მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის. იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის რეფორმა და, რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა, როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა მას შემდეგ, რაც თქვა, რომ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

კომენტარები