And Then We Danced

ფალავანდიშვილი ფილმზე: სექსი გადის და ყველაფერი, მაგრამ არ მივდივართ გიჟებივით, ეს სხვაა

ბევრი რაღაც არის მიუღებელი ცხოვრებაში და არ მოგვწონს, მაგრამ ყველაფერზე ხომ არ გამოვდივართ. ათასი კინო გასულა, ვეფხისტყაოსანი და ფატმანის ეპიზოდი იმასთან რა არის, სექსი გადის და ყველაფერი გადის, მაგრამ არ მივდივართ ხომ გიჟებივით. ეს განსხვავებული თემაა. ჩემი აზრით, ეს არ არის მხატვრული ნაწარმოების გამო შექმნილი, ესაა პროპაგანდისტული ნაწარმოები. ჰომოსექსუალებზე. ზოგადად მსოფლიოში არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა.

ამბობს ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ტვ პირველის ეთერში. პროპუტინულ ჯგუფებს 8 ნოემბერს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლა სურთ.

კომენტარები