თალაკვაძე: ჩემი პოზიცია იგივეა - მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი

დაახლოებით ერთი თვის წინ დამისვეს კითხვა დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით და  მაშინ ვთქვი, რომ მაკო გომურს უნდა ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი. ჩემი პოზიცია დღესაც იგივეა და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან და იმედით ველოდები, რომ უფრო მეტად ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს... 

ახალგაზრდა ადამიანმა, ჩემმა თანატოლმა დაკარგა თვალი, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანება. პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ვსაუბრობთ მასზე და იმ ადამიანებზე, ვინც იქ დაზარალდნენ -  ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე, პირდაპირ გეუბნებით, რომ თმები მიდგება ყალყზე და ძალიან განვიცდი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია პირველის ეთერში. მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები