და ჩვენ ვიცეკვეთ

ბრეგაძე And Then We Danced-ზე: 6 000 ბილეთი დინამო-ლივერპულის თამაშზე არ გაყიდულა 1979 წელს

ჩემთვის ცნობილია, რომ ბილეთები მთლიანად იქნა შეძენილი ლიბერასტული, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შემდგომში, უფასოდ იქნა ეს დარიგებული. თქვენთვის ალბათ წარმოუდგენელი არის, რომ ნახევარ საათში 6 000 ბილეთი გაყიდულიყო. 6 000 ბილეთი თბილისის დინამო- ლივერპულის თამაშზე არ გაყიდულა 1979 წელს. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსურდი.

თქვა სანდრო ბრეგაძემ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ძალადობრივი ჯგუფები პრემიერის ჩაშლას გეგმავენ და ამბობენ, რომ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ. დინამო თბილისი - ლივერპულის მატჩზე 1979 წელს 90 000 ბილეთი გაიყიდა. (სტილი დაცულია)

კომენტარები