ხაზარაძე ივანიშვილს: გაგიშვებთ ძალიან გრძელვადიან პოლიტიკურ შვებულებაში

ეს ქვეყანა არ არის თქვენი ღირსი და თქვენნაირი მმართველობის ღირსი და მე გპირდებით, იმ უამრავ ათასობით ადამიანთან ერთად, რომლებიც გვიერთდებიან, ამ რეალობას შევცვლით. შევცვლით უკეთესობისკენ, თქვენ გაგიშვებთ ძალიან გრძელვადიან პოლიტიკურ შვებულებაში თქვენს თანამოაზრეებთან ერთად. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოცნების ე.წ. უცხოეთში განათლებულ ან აქ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს, გრცხვენოდეთ, ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით, გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომლებიც ვერ ჩაატარეთ და ვერც ჩაატარებთ, გრცხვენოდეთ იმ სიცარიელის, რომელიც არ გაგაჩნიათ, თქვენ არ გაგაჩნიათ მიზანი, გეგმა და არ გაგაჩნიათ თავმოყვარეობაც კი, იმიტომ, რომ თქვენ ეგუებით ამ უსამართლობას. გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება, ეს არის წერტილი თქვენი ადამიანობის და დამოკიდებულების სამართლიანობასთან და სამართალთან. 

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოდან, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის პროცესი უნდა გამართულიყო, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები