და ჩვენ ვიცეკვეთ

ბრეგაძე ფილმის ჩვენებაზე: თუ რას ვაპირებთ სულ რაღაც 1 საათში ნახავთ

ჩვენ ვაცხადებთ საქვეყნოდ, რომ ეს არის გარყვნილების პროპაგანდა და ამას არ დავუშვებთ. ესაა ჩვენი მოთხოვნა, დანარჩენი რა იქნება ცოტახანში თქვენი თვალით ნახავთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრემიერის დრო მოახლოვდება.

ჩვენ მშვიდობიანად ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ისე რომ ეს არ მოხდეს [ფილმის ჩვენება], თუ რას ვაპირებთ სულ რაღაც 1 საათში ნახავთ.

ე.წ ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ძალადობრივი ჯგუფები პრემიერის ჩაშლას გეგმავენ და ამბობენ, რომ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ. ამ დროისათვის კინოთეატრებში პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები