და ჩვენ ვიცეკვეთ

ვასაძე ივანიშვილს: დავიღალეთ თქვენი პოლიტიკური თამაშებით, ვეღარ გავიგეთ ვის მხარეზე ხართ

მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა, ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ ვის მხარეზე ხართ...

თუ მართლა გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს მოდი და დაგვიდექი ვერის ბაღში გვერდით. ამით გამოხატე შენი ეროვნული პოზიცია ამ სიბინძურის წინააღმდეგ. წამოიყვანე შენი მინისტრებიც და დაგვანახეთ, რომ არ უგულებელყოფთ ქართველი ხალხის აღშფოთებას ამ ფილმით და არ ემსახურებით რაღაც სატანისტურ ანტიტრადიციულ მიმდინარეობას, რომელიც გვანადგურებს ჩვენ. 

ლევან ვასაძე ვერის ბაღში მივიდა, სადაც ძალადობრივი ჯგუფები იკრიბებიან და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

კომენტარები