და ჩვენ ვიცეკვეთ

ვასაძე ფილმის ჩვენებაზე: ამას გიკეთებთ ის ხალხი, ვინც შეურაცხყო ჩვენი პატრიარქი

მიუხედავად იმისა, რომ ამ საზიზღარი ფილმის ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტში კიდევ უფრო გადაწყვიტეს ჩვენი შეურაცხყოფა და საჯარო ჩვენება განიზრახეს ამ ფილმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა უკვე მომავალ თაობას და თითოეულ ჩვენგანს უთხრან - აღარაა საქართველო, ტრადიცია, წესიერება. საჯაროდ შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი, მიბრძანდეთ და უყუროთ ამ კატასტროფას.

ამას გიკეთებთ ის ხალხი, ვინც შეურაცხყო ჩვენი პატრიარქი გასულ კვირას და ვინც გამუდმებით ებრძვის ჩვენს ერს. ის მსტოვრები იმ იდეოლოგიისა, რომლებიც ასეთი ცინიკური სისასტიკით ასეთი დამცინველობით ანადგურებენ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. 

თქვა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფები იკრიბებიან და ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

კომენტარები