სუბელიანი: მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მძიმე საგანი, პოლიციამ არაფერი გააკეთა

სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემს მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მაგ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი

სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს კინო ამირანთან, სადაც ძალადობრივი ჯგუფები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ, თავს დაესხნენ.

კომენტარები