სუბელიანი: სასწრაფოს მანქანაში ვისმენ ექიმის შეგონებებს, რომ თურმე ეს ფილმი პროვოკაციაა

სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთად არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემს მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ, გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მაგ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი

სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს კინო ამირანთან ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ. პროპუტინური ჯგუფები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ძალადობრივად აპროტესტებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები