და ჩვენ ვიცეკვეთ

ვოლსკი: დემოკრატიებში საქართველო გამონაკლისია არაა, სადაც აზრთა სხვადასხვაობა ასე ვლინდება

არავის ეგონოს, რომ საქართველო გამონაკლისია განვითარებულ, დემოკრატიებს შორის, სადაც საზოგადოების აზრთა ასეთი სხვადასხვაობა ამ ფორმით არის გამოვლენილი. ასე რომ ტრაგედიას ამისგან ნუ შევქმნით, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს კანონი და ამ კანონის დაცვით ვფასდებით ჩვენ მომავალ თაობაში, ჩვენი მოქმედებები მომავალი თაობისთვის უნდა იყოს სამაგალითო.

მე ასე მგონია, რომ სწავლით, განათლებით არის შესაძლებელი დაძლევა იმ საწინააღმდეგო აზრისა, რომელიც გააჩნია საზოგადოების ერთ ჯგუფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დაადგება ძალიან ცუდი დღე.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ ტვ პირველთან ინტერვიუში კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე მოვლენებზე, სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საწინააღმდეგო ძალადობრივი, პუტინისტური აქცია იმართება. აქციაზე თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს. მას მძიმე საგანი, სავარაუდოდ ქვა, ესროლეს.

კომენტარები