ხაზარაძე: ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს

კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს და თვითონ გამოიტანოს დასკვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის, რაც კანონით არის დაშვებული, არ შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით, მუქარის ფონზე, მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილება, ყურება, მით უმეტეს, ცენზურის ელემენტები გაჩნდა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ „ლელოს“ ოფისში და ეს არის ჩვენი პოზიცია

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გუშინ, 8 ნომებერს კინო "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფების ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩაშლას ცდილობდნენ. ხაზარაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები