ძალადობრივი ჯგუფების აქცია

რატიანი: პოლიციამ ვერ არა, არ მოახერხა და არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები

გუშინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოახერხა და კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის ელემენტარული გაკვეთილი. კიდევ ერთხელ გაბედეს პუტინისტმა მოძალადე ჯგუფებმა თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მიდიოდნენ ფილმის სანახავად. გაუტეხეს თავი ადამიანს და პოლიციამ ვერ არა, არ მოახერხა და არ გააკეთა ის, რომ დაეცვა საქართველოს მოქალაქეები. ეს არის მათი სულიერი ერთობა, როცა ბრუნდება საბჭოთა სულისკვეთება იმისა, რომ ვიღაცამ უნდა დააწესოს ცენზურა და შეზღუდოს ადამიანების შემოქმედებითი თავისუფლება.

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ტელეკომპანია "მთავართან" საუბრობს გუშინ, კინო ამირანთან გამართულ მოძალადე ჯგუფების აქციაზე, სადაც ანა სუბელიანს თავი გაუტეხეს. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ფილმის "და ჩვენ ვიცკევეთ" პრემიერის ჩაშლას ცდილობნენ, თუმცა ჩვენება მაინც ყველა კინოთეატრში შედგა.

კომენტარები