ბიძინა ივანიშვილი

ჩუგოშვილი: ივანიშვილი მნიშვნელოვან პროექტებს აკეთებს, რასაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება

ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს აკეთებს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება თვითონ. სახელმწიფო აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც არის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი, მაგრამ კონკრეტული  ძვირად ღირებული პროექტებისთვის, რომელსაც ძალიან დიდი თანხა და რესურსი ჭირდება, ბიძინა ივანიშვილი იხდის თავისი პირადი სახსრებიდან და შემოსავლიდან, თავისი ოჯახის ქონებიდან და აფინანსებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

კომენტარები