უგულავა: ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ვასაძე ყოველთვის მისი პარტნიორი იყო

ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ვასაძე ყოველთვის მისი პარტნიორი იყო. ივანიშვილმა ვასაძის მსოფლმხედველობა ყოველთვის იცოდა და არასდროს არ იყო მისთვის ეს უცხო. მეტიც, ვასაძეს, ვასაძის კომპანიებს სხვადასხვა დროს 600 ათასამდე სახელმწიფო დახმარება აქვს მიღებული. ბიძინა ივანიშვილმა ვასაძე დემოგრაფიული განვითარების საზოგადოების თავმჯდომარედაც დანიშნა თავის დროზე. ივანიშვილს სჭირდება ასეთი არაპოპულარული მოლაპარაკებები, რათა ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივი ნელ-ნელა დამკვიდრდეს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის შესაძლო შეხვედრაზე ტელეკომპანია მთავართან საუბრობს. ვასაძემ გუშინ თავად თქვა, რომ გასული წლის აპრილში ივანიშვილი მასთან თხოვნით მივიდა, თუმცა რაზე ისაუბრებს შეხვედრაზე არ აკონკრეტებს.

კომენტარები