ევროპული საქართველო

რატიანი: ვასაძე და ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის

კონკრეტულად რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე მაგის მარჩიელობას არ დავიწყებ, მაგრამ ვასაძე და ბიძინა ივანიშვილი რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს ყველას ესმის. პრორუსული ხაზი ორივეში არის.

მეორე არის, რომ პრორუსი ამომრჩეველი საქართველოში სასრულია და ეს უნდა გაიყონ და მერე შეაერთონ, ალბათ, არჩევნების მერე, თუ ამას საერთოდ მოახერხებენ. რუსებიც და პრორუსებიც საქართველოში ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად მიიპყრონ ეს პრორუსი ამომრჩეველი, თუნდაც ცალცალკე და შემდეგ ერთმანეთის მხარდაჭერით შექმნან კოალიცია. ეს არის ის, რაზეც დღეს შეიძლება, დღეს ვილაპარაკოთ.

დანარჩენი, თუ რაზე ლაპარაკობდა ეს ორი ინტელექტუალი, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა, და პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, შესაძლო შეხვედრაზე. ვასაძე ამბობს, რომ ივანიშვილი "თხოვნითა და წინადადებით" მას ორჯერ შეხვდა.

კომენტარები