თურნავა: წყალტუბოს განვითარების პროცესში ივანიშვილი ყინულმჭრელის როლს ასრულებს

ამ გეგმის ფარგლებში ძალიან დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს - რა ფუნქციებს შეასრულებს სახელმწიფო, რას ვთავაზობთ კერძო ბიზნესს და ა.შ.  რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი, ვინც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც, რეალურად, ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში, მაგრამ, ვინაიდან, პროექტი თავისი მასშტაბით არის ისეთი ბუნების, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და ეს არის რეალურად, საერთო სახალხო პროექტი. შესაბამისად, გვსურს ძალიან დეტალურად გაიწეროს მისი განვითარების გეგმა.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ  წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის დაწყებამდე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

კომენტარები