საპატრიარქო

ბურჯანაძე: რუსეთში ვიზიტის წინ ყოველთვის ვხვდებოდი პატრიარქს, რჩევას და აზრს [ვეკითხებოდი]

ზოგადად, შემიძლია, გითხრათ, რომ მე ყველა წასვლის წინ, როდესაც რუსეთში მივდიოდი, აბსოლუტურად ყოველთვის წინასწარ ვხვდებოდი პატრიარქს, მას საქმის კურსში ვაყენებდი. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის წინასწარ ვაყენებდი ხოლმე საქმის კურსში, რჩევასაც და აზრსაც [ვეკითხებოდი]

პრორუსული პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე ტვ პირველის ეთერში მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ინტერვიუზე კომენტარს აკეთებს. ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მთავარ არხზე ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბურჯანაძე პატრიარქთან მივიდა და პუტინის ნათქვამი გაუმეორა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი დიმიტრი მედვედმა აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნებად და არა - თვითონ.

კომენტარები