საპატრიარქო

ბურჯანაძე: 2013 წელს მეუფე პეტრეს და სხვა მეუფეებს ეიმედებოდათ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა

პატრიარქის სიტყვას აქვს ზეგავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ მეუფე პეტრესაც და სხვა მეუფეებსაც, რომლებსაც 2013 წელს ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდათ, რაც გუშინ გაახმოვანა მეუფე პეტრემ და ძალიან ეიმედებოდათ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. კარგი იქნებოდა, რომ მაშინ გახმოვანებულიყო ეს პოზიცია საპატრიარქოს და მეუფეების მხრიდან იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურ პროცესებზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენდა

პრორუსმა პოლიტიკოსმა, ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ 10 ნოემბერს მთავარის ეთერში გასულ ინტერვიუში თქვა, რომ ის ბურჯანაძეს უფრო მეტ ნდობას უცხადებდა, ვიდრე ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს

კომენტარები