ბოკერია: ივანიშვილის გუნდი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ცდილობდა რელიგიის თემის გამოყენებას

უპირველეს ყოვლისა, რასაც ნამდვილად ვხედავთ და რაზეც ვარაუდები არ გვჭირდება, არის ის, თუ როგორ ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება რელიგიის თემის, ეკლესიის, საპატრიარქოს გამოყენებას. სხვათა შორის, ეს პოლიტიკური ძალა ოპოზიციაში რომ იყო, მაშინაც ამ ინსტრუმენტით იბრძოდა მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ისინი არიან "ქრისტიანობის, ეკლესიის მტრები", იყენებდნენ უმცირესობების თემასა და სიძულვილსა და ქსენოფობიას, მერე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ეს თემა გააგრძელეს

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა" ისაუბრა. ბოკერიას საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე დაუსვეს შეკითხვა, სადაც ქართული ოცნების მტკიცებით, არეულობა ოპოზიციამ გამოიწვია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები