ევროპული საქართველო

ბოკერია ილია II-ზე: ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელი პოზიცია არაერთხელ გამოუთქვამს

სამწუხაროდ, [პატრიარქს] არაერთხელ გამოუთქვამს პოზიცია, რომელიც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. მართალია, ის არ იყო იმ რადიკალების რიგებში, რომლებიც ყველაზე უფრო მძიმე განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ის, როგორც ხელმძღვანელი, ყოველთვის პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის იმაზეც, რომ ეს კლიმატი [პრორუსული] იყო ეკლესიაში. სამწუხაროდ, ეს ასეა.

მე მასთან ბევრი შეხვედრა არ მქონია, სულ 2-ჯერ შევხვედრილვარ. მოდი, ასე ვთქვათ, რომ [მისი შეხედულებები ფუნდამენტურ საკითხებზე] ჩემსას არ ემთხვევა ნამდვილად. როცა საქმე ეხებოდა რუსეთის ეკლესიას, უკეთეს შემთხვევაში, მისგან სიფრთხილეს ვხედავდი, უარეს შემთხვევაში - ჩემთვის მიუღებელ შეხედულებებს

ტვ პირველის ეთერში ევროპული საქართველოს დეპუტატ გიგა ბოკერიას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მისი შეხედულებების შესახებ დაუსვეს კითხვა

კომენტარები