გომური: მე რომ მაძლევთ დაზარალებულის სტატუსს და გიორგი სულაშვილს - არა, ტეხავს

ლამის 5 თვე გავიდა.

უი, მაკომ ხმა ამოიღოო და დაფაცურდნენ, მგონი, მართლა დაზარალებულიაო, მგონი, მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო, ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან.

თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორ დღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი, მართალი ვყოფილვარ.

რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა, თუ სხვებს სურთ. ჰოდა, მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს (რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული), არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა, არ ვიცი. ტეხავს.

მადლობა ყველას, განსაკუთრებით საია-ს გმირებს.

ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების, უამრავი მზერის შემდეგ, მაინც გავიმარჯვე.

5 თვის შემდეგ, მაგრამ მაინც. ეს ყველაზე მინიმალური იყო, რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ამით არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით იწყება.

კი, დავიღალე, გამოვიფიტე. ხომ არსებობს სამყაროში გამოლევადი, მაგრამ აღდგენადი რესურსები. ჰოდა, აღვიდგენ ისევ ძალებსაც. მარტო ჩემთვის არა, იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივად ნებდება.

ნუ ფიქრობთ რა, ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა მაინც არავის ადარდებსო და ფეხებზე ნუ იკიდებთ ყველაფერს, არაა ასე. გამოდი და ამოიღე ხმა, რომ გაწუხებს, გტკივა, ვერ ეგუები

წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში. 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ დაშავებულ მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი 11 ნოემბერს მიანიჭეს. პროკურატურას 4 თვესა და 2 კვირაზე მეტი დასჭირდა იმისთვის, რომ გომურისთვის, რომელმაც დარბევისას ცალი თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა. გიორგი სულაშვილს, რომელმაც "გავრილოვის ღამეს" ასევე დაკარგა თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი კვლავ არ მინიჭებია

კომენტარები