20-21 ივნისის აქცია

ხოშტარია: სამარცხვინოა, დარბევიდან 5 თვის თავზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ვსაუბრობთ

სამარცხვინოა, რომ 5 თვის თავზე ამ სასტიკი დარბევის შემდეგ, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მაკო გომურს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ანუ ვაღიაროთ, რომ მან რომ თვალი დაკარგა, ეს იყო არასწორი, ნაცვლად იმისა, რომ უკვე იყვნენ დაკავებულები და დასჯილი, პოლიტიკურად და სისხლისსამართლებრივად ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით არაფერი ხდება. მეორე, ასე დაგვიანებით ამის გაკეთებამ გამოავლინა, რომ თადუმაძე, რომელსაც უნდა რომ გახდეს უზენაესის მოსამართლე, იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ კანონის შეზღუდვა არსებობდა ამაზე. მესამე, ჩვენ ვხედავთ, რომ არ ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს სხვა ადამიანებს, რომლებიც ამას იმსახურებენ, ისე როგორც მაკო გომური. მაგალითად, გიორგი სულაშვილი, კობა ლეთოდიანი და ბევრი სხვა, მათ შორის ჟურნალისტები. 

ევროპული საქართელოს წევრი ელენე ხოშტარია ტვ პირველის ეთერში, 20 ივნისის დროს დაშავებული მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. პროკურატურამ მაკო გომურს და კიდევ ორ პირს დაზარალებულის სტატუსის გუშინ 11 ნოემბერს მიანიჭა.

კომენტარები