ივანიშვილის ინიციატივა

კობახიძე ოპოზიციაზე: საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს სამშობლო და ღმერთის არ სწამს

უპრეცედენტო ინიციატივა იქნა გახმოვანებული ჩვენი პარტიის ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ როდესაც საქმე ეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეებს ოპონენტების მხრიდან. თუმცა, ამ შემთხვევაში მათი ოპონირება იყო აბსოლუტურად გაუგონარი. ეს არის პროექტი, რომელსაც არათუ არანაირი ხინჯი არ აქვს, არამედ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს უპრეცედენტო აღორძინებას და ითვალისწინებს წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის უმაღლესი სტანდარტის კურორტად. აქაც კი შეეცადნენ, რომ მოეძებნათ "არგუმენტები" იმისათვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება და სიკეთე და პირიქით, სწყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება. ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, არიან განწირული მხილებისთვის და წარუმატებლობისთვის. ეს არია ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს სამშობლო და არც ღმერთის არა სწამს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები