კობახიძე ოპოზციაზე

კობახიძე ოპოზიციაზე: დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, ახალი დროის ორჯონიკიძეები არიან

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე, რომელიც 40 წელზე მეტია უკვე ემსახურება ეკლესიის აღორძინებას და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც ასე გვახსოვს ჩვენ გასული საუკუნის დასაწყისიდან, ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია, მათ [ოპოზიციას] რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში რომ ჰქონდეთ უროები და მაკრატლები დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ ახლა სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციას, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები