სამადაშვილი უმრავლესობას: თქვენ ამ პარლამენტში ხართ ივანიშვილის გოშიები

დღეს, როდესაც თქვენგან გაღატაკებული საქართველოს მოქალაქეები არიან უზარმაზარი სტრესის ქვეშ, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე კვირაა მათთვის ძალიან ძვირფას ინსტიტუტს, საქართველოს ეკლესიას აქვს შექმნილი სერიოზული კრიზისი, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს თემა გახადოთ პოლიტიკური თავდასხმების თემა.

თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი. თქვენ ამ პარლამენტში ხართ ხართ ივანიშვილის გოშიები, თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები.

მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, იმიტომ რომ დღემდე ჩვენ არ გვქონია პარლამენტი, სადაც უმრავლესობა დაკომპლექტებულია გოშიებით. რუსი ოლიგარქი ივანიშვილის გოშიებით.

ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიმართავს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები