საქართველოს პარლამენტი

ძიძიგური სამადაშვილს: თქვენ რომ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?

ერთერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ბიძინა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასეთი მიმართვა კოლეგასთან?

პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დამთავრდება, ყველამ გავითვალისწინოთ, ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ, ამის ვალდებულება ყველას გვაქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური ენმ-ს წევრ სალომე სამადაშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრებს ბიძინა ივანიშვილის გოშიები უწოდა.

კომენტარები