ხოშტარია: დღეს უნდა გაფორმდეს ხალხის მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემა!

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პარლამენტში, პროპორციულს უნდა ვუყაროთ კენჭი. მოვედი ამ დიდებული შეგრძნებით და ჰოი საოცრებავ...

სასწაული ხდება ოცნების დეპუტატების პირველივე განცხადებიდან (სიმბოლურია, რომ კობახიძემ გააკეთა). ლანძღვა, გინება (პირდაპირი მნიშვნელობით), ყველა გამოსვლაზე წამოხტომა და გაქაჩვა, მერე ფიზიკური ჩხუბი. სამი წელია ოცნებას პარლამენტში ვუყურებ და მათგან აგრესია არ მიკვირს, მაგრამ ამ დადგმულ და მიზანმიმართულ აგრესიაზე ეჭვები ჩნდება, რომ პროპორციულის შეფერხებას აპირებენ. პარალელურად ზოგი მაჟორიტარი ამბობს არ მივცემთ ხმასო.

ჩვენ მოვხსენით ჩვენი განცხადებები, რომ ოპოზიციაზე გადაბრალების საბაბი არ მივცეთ და მალე დავიწყოთ პროპორციულის განხილვა.

არც გაივლოთ რომ ეგ ქნათ! დღეს უნდა გაფორმდეს ხალხის მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემა!

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია ფეისბუქზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები