არჩევნები 2020

ქვარაია: პროპორციული სისტემით ტროას ცხენი ხომ არ იქმნება ნაციონალური მოძრაობისთვის?

მინდა, კითხვა დაგისვათ, რომელიც ჩვენს ამომრჩეველს, ქართული ოცნების ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვინც თქვენ, ბატონო ირაკლი და ჩვენ მხარი დაგვიჭირა ყველა არჩევნებზე, მათ აწუხებთ და მათ აქვთ ცვლილებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, დღეს ნაციონალური მოძრაობა ფლობს 27 მანდატს ბოლო არჩევნების შედეგებით, მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების პირობებში სავარაუდოდ ამის ნახევარსაც ვერ აიღებს, თუ შეიცვლება სისტემა, პროპორციული სისტემის პირობებში, მას, უჩნდება შანსი, შეინარჩუნოს მანდატების ეს რაოდენობა, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხდება პოლარიზება ამომრჩეველთა და არის დიდი შანსი, რომ ეს რაოდენობა შეინარჩუნონ, შესაბამისად, გვეკითხება ჩვენი ამომრჩეველი - ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი ნაციონალური მოძრაობისთვის?

მიმართა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქართული ოცნების დეპუტატს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარადგინა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

კომენტარები