არჩევნები 2020

ინაშვილი ოცნებას: პოლიტიკურ მელაკუდობას ხომ არ აქვს ადგილი? კანონპროექტის ჩაგდებას აპირებთ?

მე მგონი, აქ არავინაა პატარა ბავშვი და არეც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ საბავშვო ბაღში ვართ, თუმცა, რეალობა ამ დარბაზში არის იმდენად მძიმე, რომ არ შემიძლია, რამდენიმე შეკითხვა არ დაგისვათ - აქ აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობის ნიშნებს ვხედავ და ეხლავე გვითხარით - უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არა? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს.

რომ ჩააგდებთ ახლა, ჩუმ-ჩუმად რომ გადიხართ ჯგუფებად და ერთმანეთში ლაპარაკობთ, ჯერ ერთი, მანამდე არ განიხილეთ გუნდში? ბატონ ირაკლის უპირისპირდება მისივე გუინდი, ეს რას ჰგავს, რას ნიშნავს? მომზადებულები არ უნდა მობრძანდეთ სხდომაზე? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს, თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ, თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება, ის პროცესები რომ სტაბილურობის ფარგლებში მოაქციოთ? იმიტომ, რომ მე ახლა არც ერთ პარტიას აღარ ვაქცევ ყურადღებას, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ მერე ქუჩაში გამოვიდნენ, ამისთვის მზად ხართ?

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარებს მიმართავს, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გააკრიტიკეს. პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს.

კომენტარები