კაპანაძე: თუ ხვალ პროპორციულზე გადასვლას ჩააგდებენ, ეს იქნება ივანიშვილის პასუხისმგებლობა

დილით პროვოკაციული განცხადებები აკეთეს, გვკიდია კონსტიტუციაო. იგინეს და იფურთხეს.

მერე ჩვენ და ნაცებს გვეჩხუბნენ.

მერე გოგიჩაიშვილს და გედის.

მერე ინაშვილს და ლომიას "დააყარეს".

განსაკუთრებით ისეთი დეპუტატები აქტიურობდნენ, "რადიატორთან" რომ ისხდნენ 3 წელი.

მერე ოპოზიციის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდეს

მერე იმ დეპუტატებმა, ვინც ინიციატორ 93-ში იყვნენ, კითხვების დასმა დაიწყეს, რატომაა კარგი პროპორციულიო.

ბოლოს კენჭისყრა გადადეს.

მიუხედავად იმისა, ეს (ა) ბიძინას უაზრო ტრიუკებია, (ბ) მაჟორიტარები იზრდიან ფასს, (გ) ვიღაცა იზრდის პოლიტიკურ წონას, თუ რამე სხვა მიზეზია, თუ ხვალ პროპორციულზე გადასვლას ქოცები ჩააგდებენ, ეს იქნება მხოლოდ ივანიშვილის პასუხისმგებლობა.

და მოგვიწევს ყველას ერთად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

ასეა, თუ ისე, ამათ ერთი წელი დარჩათ და ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ისე გავყაროთ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად, რომ მერე წინსვლა გავაგრძელოთ.

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.

წერს ევროპული საქართველოს დეპუტატი Facebook-ზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები