არჩევნები 2020

მხეიძე: კონსტიტუციით ყველას გვაქვს უფლება, ვიყოთ არჩეული, პროპორციულზე გადასვლით ეს ირღვევა

კონსტიტუციაში წერია, რომ მე მაქვს უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომ ვიყო არჩეული და მაქვს უფლება, რომ ავირჩიო. ამასთან მიმართებაში როგორ არის ეს კანონპროექტი, მაინტერესებს, იმიტომ, რომ ყველას გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ არჩეულები და აქ მგონი, ირღვევა რაღაც... თუ მაჟორიტარი არ იქნება, დამოუკიდებლად ე.ი ვერ იყრის კენჭს ადამიანი, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით რაღაც პრობლემა იქნება

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის განხილვისას. მან, ქართული ოცნების სხვა რამდენიმე მაჟორიტარის მსგავსად, დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკა, რის შემდეგაც, კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო.

კომენტარები