პროპორციული სისტემა

"ოცნების" დეპუტატი: დავუშვათ, დაგვჭირდა კოალიცია - ვისთან? ვინც პატრიარქს დაესხა თავს?

ბატონო ირაკლი, დავუშვათ ასეთი რამე, რომ პროპორციულით დაგვჭირდა კოალიცია, შეკითხვა მაქვს - ვისთან? ამ ხალხთან, ვისი ხალხიც დაესხა პატრიარქს, ეკლესიას, გაბრუებული, რავიცი, რანაირად იყო მათი მეთაური, დაჯდა პატრიარქის ტახტზე, ავიდა, ახალგაზრდებს მოუწოდებდა გაერთეთ ბუჩქებშიო, აი ამ ხალხთან კოალიცია? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ვთქვათ, დადგა საკითხი ბიუჯეტის, ხო და თავისთავად დადგება. ამგენისთვის პრიორიტეტი სხვა არი, ამგენმა გადაყრილი ფული უძახენ ზოგიერთ იმ თანხებს, რომლებსაც ჩვენ ვახმარდით გაჭირვებულ ადამიანებს. ისინი დაგვთანხმდებიან ჩვენ იმ ბიუჯეტზე, რომლიც ჩვენთვის პრიორიტეტულია? მე მგონი, არ დაგვთანხმდებიან და თუ ვერ მივიღებთ ბიუჯეტს, მაშინ რა მოყვება ამას, ბატონო ირაკლი?

ქართული ოცნების დეპუტატ დიმიტრი მხეიძის კითხვა ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტს წარადგენს. სტილი დაცულია.

კომენტარები