არჩევნები 2020

ქანთარია პროპორციულზე: როცა ჰოპ თქვი, როცა ხტები და ჰაერში ხარ, უკან დაბრუნება არ გამოვა

ეს გადაწყვეტილება, მოდით, ყველამ, რაც სწორედ ვთქვით, შევასრულოთ და მივხედოთ საქმეს, წინ რა ხდება და წავემართოთ ისე, რომ მართლაც ხალხის ნდობის მიხედვით მაქსიმალური მანდატი აიღოს სწორედ ქართულმა ოცნებამ.

აი, ამაზე ვიში-ვაი, ეხლა, მე მგონი, ჰაერში, როცა უკვე ჰოპ თქვი, როცა უკვე გადახტი და ჰაერში ხარ, უკან დაბრუნება არ გამოდის, ადამიანი როცა ხტება, ის უნდა გადახტეს, უკან ვერ მობრუნდება, ასეთ ილუზიასაც ნუ შევქმნით, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მისაღები და შემდეგ სიარული არის წინ, წინ ქვეყნის კეთილდღეობისთვის

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვისას. ბოლო ორი დღეა, ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

კომენტარები