ირმა ინაშვილი

ინაშვილი "ოცნებას": თქვენგან რამდენი დადის რუსეთში და ვის ელაპარაკება, მაგაზე ცალკე ვისაუბროთ

თავი დაანებეთ ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ტივტივს და პოლიტიკური სპექტრის დახარისხებას პრორუსებად და პროამერიკელებად. თქვენგან რამდენი კაცი დადის რუსეთში და ვინ ვის ელაპარაკება, მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ შესვენების დროს მერე. ჩვენ ამერიკაშიც, რუსეთშიც და ევროპაშიც საჯარო შეხვედრებს ვმართავთ, თქვენგან განსხვავებით

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ირმა ინაშვილი პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი კობახიძეს პასუხობს. კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს პატრიოტთა ალიანსის პრორუსულობაზე მიანიშნა და მათთან კოალიცია, ფაქტობრივად, გამორიცხა.

კომენტარები