არჩევნები 2020

ჟორჟოლიანი: კანონპროექტის ჩაგდებამ შეიძლება ძალიან სერიოზული არასტაბილურობა გამოიწვიოს

დღეს ჩვენ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ თუ ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ, არსებობს ძალიან მაღალი რისკი ქვეყანაში ძალიან სერიოზული არასტაბილურობისა. ამიტომ, მე მგონია, რომ უპირობოდ ყველამ ხმა უნდა მივცეთ სტაბილურობას. ვინც ამას კარგად ვიაზრებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ ამ კანონპროექტს ჩავაგდებთ, ჩვენ ჩავაგდებთ არჩევნების შესაძლებლობასაც კი, შეიძლება, ზოგადად არჩევნების შესაძლებლობაც ჩავაგდოთ საქართველოში

ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ წევრი გია ჟორჟოლიანი პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვისას. ბოლო ორი დღეა, ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

კომენტარები