ირმა ინაშვილი

ინაშვილი პარლამენტში: ლაპარაკის ხალისი დაგეკარგება, ისეთი გაყინული თვალებით გიყურებს ზოგი

არაფერი რა, ზოგჯერ ლაპარაკის ხალისი დაგეკარგება ადამიანს და სურვილი არა გაქვს, რომ რამე თქვა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფრის ლაპარაკს, ზოგიერთი ისეთი გაყინული თვალებით გიყურებს. ჩემი მოწოდება ძალიან მარტივია - პოლიტიკურ სიწუწკეს, პოლიტიკურ სპექტაკლებს და რაღაც თამაშებს თავი დაანებეთ რა, სახელმწიფო გვაქვს გადასარჩენი, ხალხი არი უკიდურეს გაჭირვებაში და მე მგონი არავინ არ შიმშილობთ აქ, სხვა ოჯახების ბავშვები შიმშილობენ და იმათზე ვიზრუნოთ ჯობია, აქ ტაკიმასხრობას

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ირმა ინაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს. დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას განიხილავენ.

კომენტარები